თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართველი გულშემატკივრები ოცნებობენ, რომ ხელისუფლებამ „იზრუნოს ქართულ ფეხბურთზე, საქართველოს ჩემპიონატზე“, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
კალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეეცდება მატერიალურად მიიღოს მონაწილეობა სიტუაციის გამოსწორებაში.
აღნიშნული განცხადების პასუხად, თავისი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ლევან კობიაშვილმა, რომელიც აპირებს სფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი.
„ლევან კობიაშვილს დახმარება არ სჭირდება. დახმარება სჭირდება ქართულ ფეხბურთს… თქვენ იცით, რომ მე გერმანიაში ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. გადავწყვიტე აქტიურად დავკავდე ქართული ფეხბურთით — რაც ასევე გარკვეული დახმარებაა ჩემი მხრიდან“, — განაცხადა კობიაშვილმა
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, კობიაშვილის გარდა სფფ-ს პრეზიდენტობის პრეტენდენტები არიან რევაზ არველაძე, რომელსაც ამჟამად სფფ-ს გენერალური მდივნის პოსტი უჭირავს და მერაბ ჟორდანია, რომელიც სფფ-ს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.
კალაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ თავის მოსაზრებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტზე უახლოეს მომავალში გამოთქვამს.