ღარიბაშვილმა თავის ესტონელ და რუმინელ კოეგას კახეთი გააცნო

© facebook.com/GaribashviliOfficialღვინის მარანი კახეთში
ღვინის მარანი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ტაავი რიივასს და ვიქტორ პონტა ქართველი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ყვარელში იმყოფებოდნენ, იტყობინება ოთხშაბათს, 12 აგვისტოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

 სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

 საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა. პრემიერ-მინისტრები ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადების წესებს გაეცნენ, ასევე თავად სცადეს ჩურჩხელას მომზადება.

 ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.


ყველა ახალი ამბავი
0