ნორვეგიის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ჩატარდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიოსლო
ოსლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურის, ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“, ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ორგანიზებით,  სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხშაბათს, 12 აგვისტოს.

 „სწავლების მიზანი ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო. წვრთნის ფარგლებში ნორვეგიელმა ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს“, — აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

 „გორდა 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, J-3 ოპერატული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ნორვეგიის შიდა გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი თორ რააბი (Tor Rune Raabye) და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-მაიოორი ოდინ იოჰანესენი.  

საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურის, ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 


ყველა ახალი ამბავი
0