თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ შეიარაღებისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მუშაობა დაწყებულია.
დიდგორობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვითი სფეროს ბიუჯეტის გაზრდისთვის იბრძოლებს. თავდაცვისუნარიონობის გასაძლიერებლად, ხიდაშელის გაანცხადებით, მრავალი შესყიდვა განხორციელდება.
„ჩვენი დიდგორი ხადურთან ჯერ წინ არის… მრავალი დიდგორი გველოდება, სადაც ქვეყნისთვის თავგანწირვა უნდა დავამტკიცოთ“, — განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთხშაბათს, 12 აგვისტოს
საქართველოში ყოველი წლის 12 აგვისტოს დიდგორობა აღინიშნება, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცნობილ — დიდგორის ბრძოლას უკავშირდება. ამ დღეს, 1121 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა არმიას სძლია.