საქართველოს პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

© facebook.com/GaribashviliOfficialპოლიციელის დღე
პოლიციელის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მეთაურის განმარტებით, მნიშვნელოვანია ისევე დავიცვათ პოლიციელთა სიცოცხლე, როგორც ისინი იცავენ საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს.

თბილისი, 12აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი პოლიციელები ელიზბარ პატარკაციშვილი და პოლიციის მაიორი მალხაზ ქავთარაძე მოინახულა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 12 აგვისტოს.

დაჭრილი პოლიციელებიდან ერთ-ერთი 11 აგვისტოს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ფონიწალაში ჩატაებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მეორე კი  10 აგვისტოს ოჯახური ძალადობის ფაქტის გამოვლენისას.

„დღეს მე დაჭრილი პოლიციელები მოვინახულე… მინდა ყველას მივმართო და ჩემი ემოციები გავუზიარო: თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, მაში პატივი უნდა ვცეთ პოლიციას. ისინი ხომ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებასა და წესრიგს“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის მეთაურის განმარტებით, მნიშვნელოვანია ისევე დავიცვათ პოლიციელთა სიცოცხლე, როგორც ისინი იცავენ საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს.

„ძალზე რთულია, როდესაც დაჭრილ პოლიციელებს ხედავ, ადამიანებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ და სწორედ ამ დროს დაიჭრნენ“, — ზახი გაუსვა პრეზიდენტმა.

დაჭრილი ორივე პოლიციელი მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.


ყველა ახალი ამბავი
0