სპორტის მინისტრი: სიჭინავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელიც ამ თანამდებობას 6 წლის მანძილზე იკავებდა, უეფას სუპერთასის მატჩის დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს და ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხიჩიკაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ ორიგინალური და ამავე დროს სწორი უწოდა.

„ბატონი ზვიადი ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა,  ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. ეს მის სტილშია, სიჭინავამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. საფეხბურთო საზოგადოებამ ახლა უნდა გააანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია კარს მომდგარი არჩევნები“, — განაცხადა ტარიელ ხიჩიკაშვილმა. 

სიჭინავას ექვსწლიანი მუშაობის შეფასებისგან ხიჩიკაშვილმა თავი შეიკავა და განაცხადა: „სიჭინავას ისტორია შეაფასებს. ძალიან ადრე დაიწყეთ შეფასებებზე საუბარი“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელიც ამ თანამდებობას 6 წლის მანძილზე იკავებდა, უეფას სუპერთასის მატჩის დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს და ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0