ზუგდიდის რკინიგზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს 40 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმის შესწავლას შეუდგა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით - „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ აღიძრა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქალაქ ზუგდიდში, რკინიგზის ხაზიდან 100 მეტრში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება ოთხშაბათს, 12 აგვისტოს საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იყო ეს სუიციდი თუ არა, ამას ექსპერტიზა აჩვენებს.

მამაკაცის პერანგში მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იპოვეს, რითიც ცნობილი გახდა, რომ ის ეროვნებით სომეხი იყო. ამჟამად ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია ექსპერტიზისთვის გადაყვანილი, იუწყება ქართული მედია.

შსს 40 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმის შესწავლას შეუდგა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით — „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ — აღიძრა.


ყველა ახალი ამბავი
0