ღარიბაშვილი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურის განახლების ინიციატივით გამოვიდა

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ საკითხზე დავალება - „ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ამას საქართველოს დიდი მეფე იმსახურებს“ - უკვე მიიღო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

თბილისი, 12აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დიდგორის ველის ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 12 აგვისტოს.

ყოველ წელს, 12 აგვისტოს,  საქართველოში დიდგორობას აღნიშნავენ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს, 1121 წელს ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა არმიას სძლია.

აღნიშნულ საკითხზე დავალება — „ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ამას საქართველოს დიდი მეფე იმსახურებს“ —  უკვე მიიღო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

გარდა ამისა, დიდგორობის ზეიმზე მყოფი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა — მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს მითითება მისცა, რომ დიდგორობის აღნიშვნის დღესასწაულს  ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნონ. ღარიბაშვილის განმარტებით, მსგავს ღონისძიებებში მომავალი თაობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.


ყველა ახალი ამბავი
0