ღარიბაშვილი: ჩვენი დიდგორი გრძელდება

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა დღესასწაული ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდგორი საქართველოს სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. დიდგორის ბრძოლა დღესაც გრძელდება, განაცხადა ოთხშაბათს, 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორის ველზე სიტყვით გამოსვლისას.

ყოველ წელს, 12 აგვისტოს საქართველოში დიდგორობას აღნიშნავენ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს, 1121 წელს ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა არმიას სძლია.

„მეგორებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის. და დღეს ამ თავდაუზოგავ ბრძოლას ჩვენი თავდაუზოგავი შრომა წარმოადგენს…“, — განაცხადა აღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღესასწაული ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდგორი საქართველოს სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. 

„როცა ამ მიწაზე ვდგავართ, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ სიამაყეს გრძნობს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, ჩემო ძვირფასებო, და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი, ჩვენს დიდ მეფე დავით აღმაშენებელს და კიდევ ერთხელ მოვიხაროთ ქედი მის წინაშე…“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდგორი ის მყარი საფუძველია, რომელზეც, სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიის საშუალებით, მტკიცე და წარმატებული, ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ.

დიდგორობის დღესასწულს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც ესწრებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0