ჭყოიძე: ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის სასარგებლოა

გამოწერა
საქართველოს შეუძლია უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ევრაზიული სივრცისგან ვიდრე ევროპისგან, განაცხადა კოალიცია „ევრაზიული არჩევანი — საქართველოს“ ლიდერმა „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არ უნდა გვქონდეს საუბარი ევროპასთან, პირიქით, უნდა გვქონდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა წარვმართოთ არა ერთვექტორული, არამედ ორვექტორული პოლიტიკა. მათ შორის არა მარტო რუსეთთან, არამედ აზიის ქვეყნებთანაც, ჩინეთთან, ყაზახეთთან. გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა ევრაზიულ სივრცეში, ვიდრე ევროპულში…“ — განაცხადა ჭყოიძემ. 
მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კოალიცია „ევროპული არჩევანი — საქართველო“ ემიჯნება ევროპას, ევროპული ბაზრის წინააღმდეგია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 
„თვით ევროპას არ უნდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია… მაგალითად ბულგარეთში მეღვინეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მათ ევროპაში 14-15 მილიონ ბოთლზე მეტის გაყიდვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გაანადგურეს ვენახი ბულგარეთში და იქ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია“, — აღნიშნა ჭყოიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0