თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ მსახიობი დუტა სხირტლაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ბეგალიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, ბოლო დღეებში მისი ავადმყოფობა პროგრესირებადი გახდა.
ზურაბ ბეგალიშვილი 1961 წლის 20 ივნისს თბილისში დაიბადა. ის ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი ბეგალიშვილის შვილი იყო. ბეგალიშვილი მონაწილეობდა აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მეტიჩარა, ზღვის ცხოველი“, „ ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა“, „ანთიმოზ ივერიელი“, „და მიდიოდა მატარებელი“, „რენე მიდის ჰოლივუდში“ და სხვა. ბეგალიშვილის ერთ-ერთი ბოლო კინონამუშევარი იყო ფილმები — „სვანი“, „ქუჩის დღეები“, „მანდარინები“. მონაწილეობდა სერიალებში „ცხელი ძაღლი“, „ყავა და ლუდი“, „ჩემი ცოლის დაქალები“.
ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში ”ღამის ცეკვა” საქართველოს კინოაკადემიის პრიზი ”ნატო” მიანიჭეს, ხოლო ფილმში ”აქ თენდება” შესრულებული როლისათვის ზურაბ ბეგალიშვილმა აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო.