უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის სამშაბათს თბილისში ეროვნულ სტადიონ "დინამო არენაზე" გვიან ღამით ჩატარდა.

უეფას სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის სამშაბათს თბილისში ეროვნულ სტადიონ "დინამო არენაზე" გვიან ღამით ჩატარდა.

სტადიონის ტრიბუნებიდან თამაშს თვალს ადევნებდა 50 ათასზე მეტი მაყურებელი, რომელთაგან თითქმის ნახევარი სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა.

120 წუთიან ტრილერში "ბარსელონამ" შეძლო "სევილიის" 5:4 ანგარიშით დამარცხება.

გადამწყვეტი გოლი 115-ე წუთზე პედრო როდრიგესმა გაიტანა.

თამაში დაძაბული იყო. პირველი ტაიმის შედეგებით ყველა დარწმუნებული იყო "ბარსელონას" გაამრჯვებაში. ორი ტაიმის შემდეგ "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის თამაში ფრედ დამთავრდა, ანგარიშით 4:4.

"სევილია" ღირსეულად იბრძოდა და ძალიან ახლოს იყო სასწაულთან, მაგრამ "ბარსამ" მაინც დაამტკიცა, რომ ევროპის უძლიერესი კლუბია.

დუბლის ავტორი ლიონელ მესი უეფას სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ბარსელონამ" "სევილია" 5:4 ანგარიშით დაამარცხა, იუწყება უეფას ოფიციალური ვებ გვერდი.

"ბარსელონას" ფეხბურთელები თამაშის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობენ.

„წილად მხვდა ბედნიერება, ორჯერ გამეტანა გოლი (შეხვედრის დებიუტში საჯარიმოდან) და ძალზე მოხარული ვარ, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და თბილი მიღებისთვის", - განაცხადა მესიმ მატჩის შემდეგ.

უეფას სუპერთასს "ბარსელონა" ფლობს.

საქართველოს მთავრობის სარდალმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია უეფას სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარება.

"ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით! მართლა ასეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მასპინძლები ვიყავით. გამარჯვებით ბედნიერი და გახარებულნი ვართ“, - განაცხადა მესიმ მატჩის შემდეგ.