ხიდაშელი: თავდაცვის უწყებამ შეიარაღების გაძლიერებისათვის აქტიური ქმედებები წამოიწყო

© фото - www.facebook.com/mod.gov.geთავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სამხედროები.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სამხედროები. - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგეგმება როგორც ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტალური გადაწყვეტა, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა სამშაბათს, 11 აგვისტოს, თბილისში ტანკოდრომის გახსნისას.

 „ჩვენ აქტიური მოქმედებები დავიწყეთ შეიარაღებისა და თავდაცვის საშუალებების გაძლიერებისათვის. თავდაცვის სამინისტრო ბევრ შესყიდვას გეგმავს, რაზეც დეტალურად არ შემიძლია ლაპარაკი. იგეგმება როგორც ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტალური გადაწყვეტა, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება“, განაცხადა ხიდაშელმა. 

 პირველი ხელშეკრულება ფრანგულ მხარესთან, რომლის თანახმადაც ქართულ მხარეს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები გადაეცემა, 2015 წლის ივნისში, ლე-ბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტი „საიდუმლო“ გრიფით არის დაცული. 


ყველა ახალი ამბავი
0