თბილისი მზად არის უეფას სუპერთასის მატჩის გამართვისათვის

© Georgian Football Federationუეფას სუპერ თასი
უეფას სუპერ თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის ცენტრში ორი გუნდის ფან-ზონაა მოწყობილი. გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს, საშუალება ექნებათ ვაკის პარკსა და ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნონ თვალი მატჩს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისში „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის  ევროპის სუპერთასის მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ქართველი ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სრულად არიან მზად ტურნირის გამართვისათვის. 

 მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგება. გახსნის ცერემონია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ერისიონის“ გამოსვლით დაიწყება, რომელიც ეროვნული ცეკვების პოპურს წარმოადგენს. მატჩის დაწყების წინ ორივე გუნდის მოთამაშეები, მსაჯები და ობოლი ბავშვები მათ გამცილებელ უფროსებთან ერთად, ერთ ჯაჭვად დაეწყობიან სტადიონზე. აქციის „ფეხბურთი მშვიდობისათვის“ იდეა ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას ბავშვთა ფონდ ეკუთვნის. აქციის არსი იმაშია, რომ აჩვენოს, რომ ფეხბურთი შეიძლება გამაერთიანებელ ძალად იქცეს.

 „ჩვენ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას ამ მატჩისათვის, ყველაფერი უმაღლეს დონეზე და ხარვეზების გარეშე უნდა ჩატარდეს, ამისათვის ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა ჩატარდა“, — განუცხადა ჟურნალისტებს სფფ-ს წარმომადგენელმა. 

 წინასწარი მონაცემებით, თბილისში 10 ათასამდე უცხოელი გულშემატკივარი ჩამოვიდა. სტადიონზე სრულ ანშლაგს ელოდებიან. ქალაქის ცენტრში ორი გუნდის ფან-ზონაა მოწყობილი. გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს, საშუალება ექნებათ ვაკის პარკსა და ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნონ თვალი მატჩს. 

 სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის პროსპექტზე გამოფენილი იყო ევროპის საკლუბო ფეხბურთის სამი მთავარი ჯილდო — ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და უეფას სუპრთასის თასები. მათ უეფას პრეს-სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია იცავდა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისულიყო და ფოტო გადაეღო მათ ფონზე. 

 აი ესპანელ ფეხბურთის ვარსკვლავებთან კი გულშემატკივრები ფოტოების გადაღებას მატჩის დასრულებამდე ვერ შეძლებენ. ორივე კლუბის წარმომადგენლებმა წინასწარ სთხოვეს ორგანიზატორებს, რომ ფანები მატჩის დასრულებამდე ფეხბურთელებთან ახლოს არ მიუშვან. „ბარსელონა“ თბილისში კვირა დღეს ჩამოვიდა და გუნდის მიერ სრულად დაჯავშნულ სასტუმრო „თბილისი —მარიოტში“ დაბინავდა. „სევილია“ გულშემატკივრების ჯგუფთან ერთად კვირა ღამეს ჩამოფრინდა თბილისში და სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დაბინავდა. ორივე გუნდმა ორშაბათს თბილისში ვარჯიში და პრეს-კონფერენცია გამართა. 

 უეფას პრეზიდენტმა მიშდელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მიღების მსვლელობისას, თბილისში მატჩის წინ შექმნილ ატმოსფეროს  „ფანტასტიური“ უწოდა. თავის მხრივ პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის დიდი პატივია თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩის გამართვა". 


ყველა ახალი ამბავი
0