უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვალა

© photo: Sputnikუეფას სუპერთასის მატჩი
უეფას სუპერთასის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
№ 24 სამარშრუტო ტაქსისა და № 7 ავტობუსის მარშრუტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაგება თბილისის მერიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

თბილისი, 11აგვისტო— Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, სამშაბათს, 11 აგვისტოს, 18:00 სთ-დან გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოტრანსპორტის მარშრუტი იცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18:00 საათიდან „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეთება და ყველა ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი სანაპიროზე იმოძრავებს.

მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ქუთაისის, კიკვიძის ქუჩებსა და თამარ მეფის გამზირზე შეძლებენ.

მეტროპოლიტენი  03:00 სთ-მდე იმუშავებს.

№ 24 სამარშრუტო ტაქსისა და  № 7 ავტობუსის მარშრუტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაგება თბილისის მერიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0