საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკში"ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება 20:30 სთ-დან 05:30 სთ-მდე შეიზღუდება. რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანებსა და ავტობუსებს, მათთვის შეზღუდვა 00:00-დან 05:30 სთ-მდე განისაზღვრა.

თბილისი, 11აგვისტო— Sputnik. სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე მოსალოდნელი სტიქიური პროცესების საშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშაბათს, 11 აგვისტოს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეკომენდაციით, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება 20:30 სთ-დან 05:30 სთ-მდე შეიზღუდება. რაც შეეხება სატვირთო ავტომანქანებსა და ავტობუსებს, მათთვის შეზღუდვა 00:00-დან 05:30 სთ-მდე განისაზღვრა.

ინტენსიური ნალექის შემთხვევაში ტრანსპორტის მოძრაობა 20:30-დან 05:30 სთ-მდე გაგრძელდება.

აღნიშნული დროის მონაკვეთში მუსაობას შეწყვეტს „ყაზბეგის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც.

ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 10 აგვისტოდან 17 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც კი საშიშროება გაივლის, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0