გოგორიშვილი: ჟვანიას მეუღლე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე წინააღმდეგი იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვყნებაზე, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ორშაბათს, 10 აგვისტოს.

ერთი თვის წინ ზურაბ ჟვანიას დაცვის სამსახურის ყოფილმა წევრმა კობა ხარშილაძემ სასამართლო სხდომაზე საქმის დელიკატურ თემებზე ისაუბრა. კერძოდ, კონფიდენციალურ ბინაში აღმოჩენილი გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია რაულ იუსუპოვთან ერთად შიშველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 „ნინომ იკითხა — აუცილებელია ამის გამოქვეყნება? ზურამ (ზურაბ ადეიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი — რედ.) უპასუხა, რომ გამოქვეყნების აუცილებლობა არ იყო. „მე შემიძლია ეს თაროზე შემოვდო“. ნინომ ჰკითხა, რამდენ ხანს შეძლებდა ამ ფაქტის დაფარვას, ადეისვილმა კი უპასუხა — სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში“, — განაცხადა გოგორიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსის დაკითხვისას. 

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა- ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

როგოც გამოძიებამ დაადგინა, 2005 წლის 3 თებერვალს ექს-პრემიერ ჟვანიას დაცვის სმენის უფროსი ძაძამიამ და დაცვის წევრმა ხარშილაძემ „ არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები“ და ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს, რომელიც ამ შუალედში გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი. გარდა ამისა, ძაძამიამ დასაცავი ობიექტის გადაადგილების შესახებ სამთავრობო დაცვას არ გადასცა ინფორმაცია.

2014 წლის მარტში ძაძამიასა და ხარშილაძეს სსკ-ის 342 მუხლით ბრალი წარედგინათ. 


ყველა ახალი ამბავი
0