„ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“,- ამბობდა ზურა ყიფშიძის დონ ჟუანი მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში „დონ ჟუანი“. 80-იან წლებში, კინომსახიობთა თეატრი ახალგაზრდა თაობის ნავსაყუდელი იყო, სადაც ძალიან ხშირად ზურაბ ყიფშიძის სამსახიობო ოსტატობის საცქერლად დადიოდნენ. მას არც რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრში დაჰკლებია მაყურებელი. ზურა ყიფშიძე შესრულებულ როლებზე, ცხოვრებაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილის საავტორო გადაცემაში „თეატრის დრო“.
„ პირფერობა არ შემიძლია“