„ტელე-ეკრანი, რადიო და გაზეთი გაჯერებულია უაზრო „სლენგებითა“ და ქართულის „ჩამნაცვლებელი“ უცხოური ტერმინებით. თარგმნილი მასალები დაუხვეწავი, გაურანდავი და, ხშირად, დამახინჯებული ქართულით აღწევს მაყურებლამდე, მსმენელამდე, მკითხველამდე. პარლამენტის მიერ მიღებული ენის კანონი საქმეს ვერ უშველის, თუ მდგომარეობის გამოსწორებისთვის პროფესიონალები არ იზრუნებენ“, — აღნიშნა ნინო ქუთათელაძემ ჟურნალისტ მერაბ ხაჩიძესთან საუბრისას.
ენას ჟურნალისტები კლავენ?!