გაერო: 2100 წლისათვის დედამიწაზე 11 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლანეტის მოსახლეობა, აფრიკის მცხოვრებთა სამჯერადი გაზრდის შედეგად, ასწლეულის ბოლოსათვის 11 მილიარდს მიაღწევს, აცხადებენ გაეროს ექსპერტები.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 2050 წლისათვის პლანეტის მოსახლეობა 11,2 მილიარდს — ასწლეულის ზღვარს მიაღწევს. ეს ძირითადად აფრიკის მოსახლეობის ფეთქებადი ზრდის ხარჯზე მოხდება. ამის შესახებ გაეროს ექსპერტებმა ამერიკის სიეტლში, სტატისტიკოსების გაერთიანებულ შეხვედრაზე განაცხადეს. 

 დღეს ჯონ ვილმოტმა (John Wilmot) —  გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტთან არსებული ხალხთა მოსახლეობის განყოფილების დირექტორმა, შეხვედრის ფარგლებში, ორგანიზაციის მორიგი მოხსენება-პროგნოზი წარმოადგინა, იმაზე, თუ როგორ შეიცვლება პლანეტის მოსახლეობა უახლოესი 100 წლის მანძილზე. 

 როგორც ფონდის დაზუსტებული დემოგრაფიული მოდელებიდან ჩანს, 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში პლანეტის მოსახლეობის რიცხოვნება ძალიან სწრაფად გაიზრდება და 2050 წლისათვის 9,8 მილიარდს მიაღწევს. ასწლეულის ბოლოსათვის, პლანეტაზე როგორც მინიმუმი 9,5 ადამიანი იცხოვრებს და როგორც მაქსიმუმი 13,3 მილიარდი. ყველაზე სავარაუდო პროგნოზი მეცნიერის თქმით, — 11,2 მილიარდი დედამიწის მცხოვრებია. 

 ვილმოტმა აღნიშნა, რომ ამ ზრდის დიდი ნაწილი არა ჩინეთსა და ინდოეთზე მოვა, სადაც შობადობის შეზღუდვის პოლიტიკა შემოიღეს, არამედ ეკვატორული და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებზე, რომელთაც ჯერაც არ ამოუწურავთ მოსახლეობის ფეთქებადი ზრდის ზღვარი. დღეს ამ კონტინენტზე 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ასწლეულის ბოლოს ეს რიცხვი გასამმაგდება და აფრიკაში 3,4- დან 5.6 მილიარდამდე ადამიანი იცხოვრებს. 

 აფრიკის ბევრ ქვეყანაში, ვილმოტის განცხადებით, გაეროს ექსპერტთა პროგნოზების მიუხედავად, შობადობა იზრდება და არ ეცემა. მაგალითად ნიგერიაში 2100 წლისათვის მოსახლეობის რიცხოვნობამ შესაძლოა მინიმუმ 439 მილიონ ადამიანს მიაღწიოს. თუ ეს მოხდა, ნიგერიამ შესაძლოა მოსახლეობის რაოდენობით ამერიკასაც გაასწროს, სადაც ასწლეულის ბოლოს 450 მილიონამდე ადამიანი იქნება. 

 მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის თანმდევი პროცესი იქნება ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების რიცხოვნობის ზრდა განვითარებულ ქვეყნებში. ახალგაზრდა და მოხუცი ადამიანების რიცხოვნების შეფასება ბევრ ქვეყანაში, კერძოდ ჩინეთსა და მექსიკაში 3-4 ჯერ დაეცემა, რამაც შესაძლოა საპენსიო სისტემის კოლაფსი და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების გადატვირთვა გამოიწვიოს. 

 აქედან გამომდინარე ვილმოტი და მოხსენების სხვა ავტორები ამ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ, წინასწარ მოემზადონ ხანდაზმული ადამიანების რიცხოვნობის ზრდისათვის და უკვე დღეს მოიმარაგონ რესურსები, რომელიც 60-70 წლის შემდეგ დასჭირდებათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0