თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, მდინარე ხანისწყალზე ასაშენებელი „ხანი ჰესი 7“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „სვს-საქართველოს” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
ინფორმაციის თანახმად, დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
„ხანი ჰესი 7“-ის დადგმული სიმძლავრე 6.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 48.1 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10,560,000 აშშ დოლარს შეადგენს.