საქართველო მზადაა უმასპინძლოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მსვლელობისას, მონაწილეები საწყისი კაპიტალის თემას განიხილავენ და გაეცნობიან ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველო მზადაა მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის შეკრებას,  რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან იუე ბინთან შეხვედრისას, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება

 აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, სხვა 56 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც გახდა. 

 საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას პეკინში, ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა. იმავე დღეს ბანკის მინისტერიალის სხდომაზე გადაწყდა, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მორიგი შეხვედრა თბილისში გაიმართებოდა. 

 მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მსვლელობისას, მონაწილეები საწყისი კაპიტალის თემას განიხილავენ და გაეცნობიან ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებს. 

 ახალი ფინანსური ინსტიტუტის ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლოსათვის იგეგმება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0