ემერი: ნეიმერი დიდი დანაკარგია, მაგრამ „ბარსელონას“ პედრო ჰყავს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკში"სევილიას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი
სევილიას მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბარსელონა“ სამშაბათს თბილისში „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩს გამართავს. ნეიმარი თამაშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვებს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრების ფორვარდის ნეიმარის დაკარგვა არსებითია „ბარსელონასათვის“, მაგრამ კატალონიელებს შეუძლიათ იგი სხვა თავდამსხმელით — პედროთი აინაზღაურონ, განაცხადა „სევილიის“ მწვრთნელმა უნაი ემერმა. 

 „ბარსელონა“ სამშაბათს თბილისში „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩს გამართავს. ნეიმარი თამაშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვებს. 

 „ნეიმერი დიდი დანაკარგია („ბარსელონასათვის“), მაგრამ მათ ყავთ პედრო. შემადგენლობაში ნეიმერით ისინი ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ისინი ძლიერები არიან მის გარეშეც. „ბარსელონა“ — ფავორიტია, მაგრამ შევეცდებით მათ საწინააღმდეგო არგუმენტი ვიპოვოთ“, — ციტირებს ემერის As.


ყველა ახალი ამბავი
0