თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ეგვიპტეში ძლიერი სიცხის შედეგად კაიროსა და ქვეყნის კიდევ ზოგიერთ რაიონში ერთ დღე-ღამეში 20 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ფრანც პრესი“ .
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 ადამიანი კაიროში გარდაიცვალა, 4 კალიუბიის პროვინციაში — ნილოსის დელტის რაიონში და კიდევ ორი — კენის პროვინციაში ქვეყნის ცენტრში. ყველა დაღუპული, რომელთა შორის 7 ქალია, 60 წელს გადაცილებული იყო.
სამინისტროს მონაცემებით, საავადმყოფოებში მოთავსებული იყო არაუმცირეს 66 კაცისა, 37 მათგანი ჯერაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე რაიონში თერმომეტრის მაჩვენებელი ნორმას 4-5 გრადუსით აცდა. კვირას კაიროში ტემპერატურამ 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. სიტუაცია ჰაერის მაღალმა ტენიანობამაც გაართულა.
„გასულ წელთან შედარებით ტემპერატურამ ძალიან აიწია. მაგრამ მთავარი პრობლემა ტენიანობაა, ის ძლიერ მოქმედებს ადამიანებზე“, — უთხრა სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ხოსამ აბდელ გაფარმა.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეგვიპტისათვის 30 გრადუსზე მარალი ტემპერატურა იშვიათი არაა, მაგრამ უჩვეულოა ის, რომ ძლიერი სიცხის პირობებში ჰაერის ტენიანობა მაღალი რჩება.