ფეხბურთელი მამუკა კობახიძე მორდოვიაში გადავიდა

© Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მამუკა კობახიძე (მარცხნივ)
ფეხბურთი. მამუკა კობახიძე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო სეზონზე 22 წლის მცველი ყაზანის „რუბინში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების მცველმა მამუკა კობახიძემ,მ რუსულ კლუბ „მორდოვიასთან“ —  სარანსკიდან, ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

 კობახიძე იჯარით გადავიდა და მეხუთე ნომრით ითამაშებს. 

 ბოლო სეზონზე 22 წლის მცველი ყაზანის „რუბინში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა. 

 ასევე „მორდოვიაში“ თამაშობს კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი — მეკარე ნუკრი რევიშვილი. 

 რუსეთის პრემიერ-ლიგაში ჩატარებული ოთხი მატჩის შემდეგ, სარანსკის კლუბი 4 ქულით მეათე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0