თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისში ცნობილი ქართველი მწერალი და სცენარისტი ზაირა არსენიშვილი გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
„ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო დაუსამძიმრებს მწერლის ოჯახს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ზაირა არსენიშვილი 1970 წლიდან მუშაობდა კინოში. კინორეჟისორ ლანა ღოღობირიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: "როცააყვავდა ნუში", "აურზაური სალხინეთში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "დღეს ღამე უთენებია", "ორომტრიალი", "ვალსი პეჩორაზე" და სხვა. ზაირა არსენიშვილი ასევე ავტორია სიკო და ქეთი დოლიძეების კინოფილმის სცენარის „კაცია ადამიანი?!“.
ზაირა არსენიშვილი ორი რომანის ავტორია. მისი მეორე რომანი „ვაჰ, სოფელო“ ფრანგულ ენაზე ითარგმნა.
ზაირა არსენიშვილის ბოლო ნამუშევარია სცენარი ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმისთვის "ფელიჩიტა"(2010). ფილმის მუსიკა გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა დაწერა.