მე რუსი მონღოლი ვარ და მე ვარ რუსი: სტივენ სიგალი იაკუტიას ეწვია

გამოწერა
ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა სტივენ სიგალმა სახას რესპუბლიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს რუსად მიიჩნევს.

ცნობილმა ამერიკელმა კინომსახიობმა სტივენ სიგალმა სახას რესპუბლიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს რუსად მიიჩნევს.

ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი იაკუტიის ქალაქ მირნიში რეგიონის ბრილიანტმომპოვებელი ორგანიზაციის მუშაობის შეფასების მიზნით ჩავიდა, როგორც პოტენციური ინვესტორი. ვიზიტისას ის ასევე საბავშვო საზაფხულო ბანაკს ეწვია.

მისი თქმით, ამ მოგზაურობას არა მხოლოდ საქმიანი ხასიათი აქვს. საინფორმაციო სააგენთოს "იასია" სიგალმა განუცხადა, რომ მისი ბაბუა მამის მხრიდან რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიბადა, შემდეგ 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მსახიობი რუსეთის ტერიტორიაზე მოგზაურობს და იმედოვნებს, რომ საკუთარი ოჯახის ფესვებს აღმოაჩენს. მანამდე ამ მიზნით ის ყაზახეთსა და რუსულ რესპუბლიკა ტუვას ეწვია.

კინომსახიობმა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა სტივენ სიგალმა სახელი 1990-იან წლებში ბოევიკური როლებით გაითქვა სახელი, არაერთხელ ყოფილა რუსეთში და სახალხოდ გამოუთქვამს ქვეყნისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის მიმართ სიმპათია.

ყველა ახალი ამბავი
0