მსოფლიო ბანკი საქართველოს რეგიონებში ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს

© Telegraphმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანი - მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაა.

თბილისი, 10აგვისტო— Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს. შესაბამის ხელშეკრულებას  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა მოაწერეს ხელი, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.  

პროექტის მიზანი — მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაა. 

ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი).  აღნიშნული პროქტი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას

„რეგიონალური განვითარების მესამე პროექტი“  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD) დაამტკიცა.

პირველი პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში ხორციელდება, IBRD-მა 2012 წლის მარტში დაამტკიცა. მეორე პროქტს კი, რომელიც  იმერეთის რეგიონისთვის დამტკიცდა, 2012 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

მსოფლიო ბანკმა 1992 წლიდან დღემდე საქართველოსთვის 2, 39 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გამოყო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0