თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ესპანელ ხორდი ვივეს ანგარიშით 6:2, 5:2 სძლია და სტამბოლში ITF-ის სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მეორე სეტში, როდესაც მეტრეველი ანგარიშით 5:2 იგებდა, ესპანელმა, ტრავმის მიზეზით, ბრძოლა შეწყვიტა.
ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთში ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა. ხუთი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი სეტი წააგო.
მეტრეველს ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში 449-ე ადგილი უჭირავს, ტურნირში გამარჯვებისთვის ის 18 ქულას მიიღებს და რეიტინგში მეოთხე ასეულს დაუახლოვდება.
სარეიტინგო ქულების გარდა, მეტრეველი თავის საბანკო ანგარიშს 1300 აშშ დოლარით შეავსებს.