„ბარსელონას“ ფეხბურთელი ნეიმარი ყბაყურათი დაავადდა და თბილისში ვერ ჩამოვა

© https://www.facebook.com/fcbarcelonaფეხბურთი, ბარსელონა, ნეიმარი
ფეხბურთი, ბარსელონა, ნეიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიმარი დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი იყო ამ დაავადებაზე. ამრიგად ფეხბურთელი ვერ დაეხმარება თავის გუნდს „ბარსელონას“ უეფას სუპერთასის მატჩზე ესპანური „სევილიას“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ესპანური საფეხბურთო კლუბის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ნეიმარი ყბაყურით (პაროტიტი) დაავადდა და ორ კვირას გამოტოვებს, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ გვერდზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტი“ იტყობინება. 

ნეიმარი დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი იყო ამ დაავადებაზე. ამრიგად ფეხბურთელი ვერ დაეხმარება თავის გუნდს „ბარსელონას“ უეფას სუპერთასის მატჩზე  ესპანური „სევილიას“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. 

„ბარსელონას“ 14 და 17 აგვისტოს ასევე მოუწევს ორთაბრძოლა მადრიდის „ათლეტიკოს“ წინააღმდეგ ესპანეთის სუპერ თასზე. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უეფასა და ესპანეთის სუპერთასებზე თამაშებს გამოტოვებს „ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა. 


ყველა ახალი ამბავი
0