„ბარსელონას“ მწვრთნელმა ის 25 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ

© https://www.facebook.com/fcbarcelonaსაფეხბურთო კლუბი ბარსელონა. ნეიმარი
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. ნეიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ასევე ჩამოვლენ ტრამვირებული დუგლასი, ადრიანო და ალბა, ასევე ალეიშ ვიდალი და არდა ტურანი, რომლებიც ჯერ არ არიან კლუბის განაცხადში.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „ბარსელონას“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის 25 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც თბილისში უეფას სუპერთასის მატჩისათვის ჩავლენ თბილისში. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება

უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტადიონზე  გაიმართება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 

„ბარსელონას“  შემადგენლობა: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, დუგლასი, პიკე, რაკიტიჩ, ბუსკეტსი, ალვეში, პედრო, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, სანდრო, მუნირი, ალბა, რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, ხალილოვიჩი, ვიდალი, ტურანი. 

საქართველოს დედაქალაქში ასევე ჩამოვლენ ტრამვირებული დუგლასი, ადრიანო და ალბა, ასევე ალეიშ ვიდალი და არდა ტურანი, რომლებიც ჯერ არ არიან კლუბის განაცხადში.

ყბაყურით დაავადებული ნეიმარი კი კატალონიაში დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0