ეუთოს მისია არ აპირებს დონეცკში საქმიანობის შეწყვეტას - მისიის წარმომადგენელი

© photo: Sputnik / Тарас Лариохин / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს შტაბ-ბინა
ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჟურნალისტებს მისიის წარმომადგენელმა განუცხადა, ეუთოს მისია არ გეგმავს თავისი წარმომადგენლების ევაკუირებას.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik.  ეუთო არ აპირებს დონეცკიდან თავისი მისიის დამკვირვებელთა გაყვანას დამწვარ ავტომობილებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ამასთან მონიტორინგის სპეციალური მისია გადახედავს უსაფრთხოების ზომებს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“  მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ხუგმა. 

 კვირა ღამეს, დონეცკის სასტუმროში, სადაც ეუთოს დამკვირვებლები ცხოვრობდნენ, დაწვეს მისიის ბრონირებული ავტომობილები. როგორც „რია ნოვოსტის“ თვითგამოცხადებული დონეცკის  სახალხო რესპუბლიკის,  საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა, დაიწვა ექვსი ავტომანქანა. ეუთოს მისია კი ოთხ მანქანაზე იტყობინება. 

 „არა, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ხუგმა იმ კითხვის პასუხად, აპირებს თუ არა ეუთო დამკვირვებელთა გაყვანას დონეცკიდან ავტომობილების დაწვასთან დაკავშირებით. 

 ამასთან ხუგმა აღნიშნა, რომ ეუთოს მისია „რა თქმა უნდა გადახედავს უსაფრთხოების ზომებს“ მომხდართან დაკავშირებით, „რომ დარწმუნდნენ“, რომ „ისინი ვინც ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს — ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, — მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი სამუშაოს შესრულება დონეცკსა და გარშემო რაიონებში“. 

 „ჩვენ ყოველთვის ვეკონტაქტებოდით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს, მათ შორის დღესაც. ეს მათი პასუხისმგებლობაა — დაგვიცვან ჩვენ და მისიის საკუთრება. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მათ, ისევე როგორც ადრე, 23 ივლისს, რომ მათ უნდა მიიღონ ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩვენი საკუთრების განადგურება. ეს არ მოხდა და ჩვენ გავიმეორებთ ჩვენს მიმართვას დღეს“, — განაცხადა ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ. 

 როგორც ჟურნალისტებს მისიის წარმომადგენელმა განუცხადა, ეუთოს მისია არ გეგმავს თავისი წარმომადგენლების ევაკუირებას. „ჩვენ არ ვაპირებთ დონეცკის ტერიტორიაზე მუშაობის შეწყვეტას ისევე როგორც არ ვაპირებთ აქედან ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას“, თქვა ეუთოს წარმომადგენელმა. 

 უკრაინის ხელისუფლებამ გასული წლის აპრილში დონბასში ძალისმიერი ოპერაცია წამოიწყო სახელმწიფო გადატრიალებით უკმაყოფილო რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ. გაეროს ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის მსხვერპლი 6,8 ათასი ადამიანი გახდა. დონბასში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილება მათ შორის მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელმაც გასული წლის სექტემბრიდან უკვე სამი დოკუმენტი მიიღო, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციის ნაბიჯების რეგლმენტირებას ახდენს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0