თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ნატოს სამხედრო საჰაერო ძალები ალიასკაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ დასახელებით „წითელი დროშა“ (Red flag), ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებ-გვერდი იტყობინება.
მანევრებში, რომლის ხელმძღვანელობა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან „ელმენდორფი“ ხორციელდება, მონაწილეობენ გამანადგურებელ-ბომბდამშენები, ასევე AWACS-ის მზვერავი თვითმფრინავები.
სწავლებების დასრულება 24 აგვისტოსათვის იგეგმება.
ზუსტი მონაცემები სწავლებებში მონაწილე საავიაციო ტექნიკაზე ინფორმაციაში მითითებული არ არის.