მედია - ბუნდესვერის ელიტარული ნაწილები იარაღს სხვა ქვედანაყოფებისაგან იღებენ არენდით

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირისა და გერმანიის დროშა
ევროკავშირისა და გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოწმების შედეგად, რომელიც გამოცემის ხელში მოხვედრილ ანგარიშშია აღწერილი, გაირკვა, რომ 14 792 ერთეული შეიარაღება ბატალიონისათვის, ბენდესვერის 56 სხვა ნაწილიდან იყო არენდით აღებული.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik.  ბუნდესვერის ელიტარული ნაწილები შეიარაღების უკმარისობას განიცდიან  და მათი კომპლექტაციისათვის გვიწევს სხვა გერმანული ქვედანაყოფებისაგან ავიღოთ არენდით იარაღი. განუცხადა გამოცემა BILD am SONNTAG-ს ბუნდესტაგის სპეცწარმომადგენელმა შეიარაღების საკითხებში ჰანს-პეტერ ბარტელსმა. 

 „აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ნატოს ნაწილების  900 გერმანელი ჯარისკაცისათვის, მთელს ბუნდესვერში გვიწევდეს 15 ათას ერთეულამდე შეიარაღების მოძიება“, —თქვა ბარტელსმა. 

 როგორც BILD am SONNTAG აზუსტებს, საუბარია 371-ე გვარდიის სატანკო ბატალიონზე საქსონიიდან (მარიენბურგი), რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების გერმანული ძალების ძირითად სამხედრო ერთეულად ითვლება. შემოწმების შედეგად, რომლის შედეგები გამოცემის ხელში მოხვედრილ ანგარიშშია აღწერილი, გაირკვა, რომ 14 792 ერთეული შეიარაღება ბატალიონისათვის, ბენდესვერის 56 სხვა ნაწილიდან იყო არენდით აღებული. შეიარაღების 978 ერთეული კი სრულად დაუკომპლექტებელი აღმოჩნდა, რადგან ისინი საერთოდ არ არის ბუნდესვერის ბალანსზე. 

 როგორც გამოცემას ბუნდესვერის საკითხბში  ექსპერტმა ფლორიან ხანმა განუცხადა, იბადება კითხვა — რამდენად თავდაცვის უნარიანია გერმანია საერთოდ“ საფრთხის შემცველი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში“. „საერთოდ შეიძლება ითქვას: ღმერთო დაიფარე ამერიკა, ჩვენი ერთადერთი დამცველი“, — თქვა ექსპერტმა. 


ყველა ახალი ამბავი
0