ლავროვი: რფ-მ აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ახალი მიდგომა შესთავაზა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლავროვის თქმით, რუსეთი „იმისთვისაც კი არის მზად“ ასეთი კოალიციის შექმნის პარალელურად „სტიმული მისცეს სწორედ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ტერორიზმზე გამარჯვება სამოქალაქო ომით არ შეიცვალოს“.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მოსკოვმა აშშ-სა და პარტნიორებს სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად „ორტრეკიანი“ მიდგომა შესთავაზა: კოალიციის შექმნისა და პოლიტიკური პროცესის მხარდაჭერის ჩათვლით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

„ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივამ ყველა დააინტერესა. ის გულისხმობს ისეთი კოალიციის შექმნას და ისეთი ხალხისაგან,  ვისთვისაც მიუღებელია „ისლამური სახელმწიფო“. იმის ნაცვლად რომ ისინი ერთმანეთთან ანგარიშს ასწორებდნენ, ჯერ საერთო საფრთხეს უნდა გაუსწორდნენ, მერე კი მოილაპარაკონ, როგორ იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში“, — თქვა ლავროვმა ტელეარხ "Россия-1"-ის ეთერში.

მისი თქმით, რუსეთი „იმისთვისაც კი არის მზად“ ასეთი კოალიციის შექმნის პარალელურად „სტიმული მისცეს სწორედ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ტერორიზმზე გამარჯვება სამოქალაქო ომით არ შეიცვალოს (სირიაში)“. 

„ასეთია ორტრეკიანი მიდგომა: კოალიციის ფორმირება და ისეთი პოლიტიკური პროცესის წინსვლა, რომელიც მხარს დაუჭერდა ამ კოალიციას, რადგან ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართული იქნებოდნენ ყველა სირიული ძალები — როგორც პოლიტიკური, ისე პარტიოტი სამხედროების მიერ ფორმირებული შეიარაღებული რაზმები“, — აღნიშნა ლავროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0