„ბარსა -„სევილია“: ყველაფერი სუპერთასზე

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficial?fref=tsუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა

უეფას ოფიციალური გვერდი

უეფას სუპერთასისათვის მატჩში ესპანური კლუბები მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს, ამასთან „სევილია“ ორჯერ მონაწილეობდა ამ ორთაბრძოლებში — 2006 და 2014 წლებში. 

2006 წელს „სევილიამ“ სადაც დანიელ ალვესი ბრწყინავდა, „ბარსელონა“ 3:0 გაანადგურა. 

ბრაზილიელმა შესაძლოა პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეოროს, რომელიც უეფას სუპერმატჩის ხუთ დუელში მონაწილეობდა და მათგან ოთხი მოიგო.

„ბარსელონა“ რეკორდულად — მეცხრედ იღებს მონაწილეობას უეფას სუპერთასისათვის ბრძოლაში და იმედოვნებს რომ გაიმეორებს „მილანის“ მიღწევას — თასის ხუთგზის მფლობელი გახდება. 

„სევილიას“ მწვრთნელი უნაი ემერი უკვე 19 —ჯერ დამარცხდა ორთაბრძოლებში  „ბარსელონასთან“ რომლებშიც ლეონელ მესიმ 22 გოლი გაიტანა. 

თბილისში, რომელმაც ფუტძალში უეფას თასის ფინალურ სტადიას 2013 წელს უმასპინძლა, უეფას საფეხბურთო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი პირველად გაიმართება.

„სევილია“ უეფას სუპერთასის მატჩს ზედიზედ მეორედ მართავს ესპანურ კლუბთან, თუმცა ანდალუზიელები ცდილობენ უფრო ხშირად გაიხსენონ არა გასული წლის დამარცხება „რეალთან“ კარდიფში, არამედ 2006 წლის გამარჯვება თბილისის მატჩის მოწინააღმდეგე —  „ბარსელონასთან“.

„ბარსელონა“ რეკორდულად — მეცხრეჯერ მიიღებს მონაწილეობას უეფას სუპერთასის ორთაბრძოლაში, სადაც უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტისზე“ გამარჯვების  - 3:1 წყალობით მოხვდა. „სევილიამ უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულის ტიტული, ვარშავის ფინალში „დნეპრთან“ – 3:2 მოგებით დაიცვა. 

უეფას სუპერთასის სტატისტიკა: 

„ბარსელონა“ მეცხრედ იბრძოლებს უეფას სუპერთასისათვის. კატალონიელებმა ეს ორთაბრძოლები ოთხი წაგებითა და ოთხი გამარჯვებით დაასრულეს:

1979: საერთო — 1:2 –მოწინ.  „ნოტინგემ ფორესტ“  (0:1 გასვ, 1:1 შინ)

1982: საერთო — 1:3 –  მოწინ. „ასტონ ვილა“  (1:0 შინ, 0:3 გასვ. დამატ. დრო)

1989: საერთო — 1:2 –  მოწინ. „მილანი“  (1:0 შინ, 0:1 გასვ.)

1992:  საერთო — 3:2 –  მოწინ. „ვერდერი“ (1:1 გასვ. 2:1 შინ)

1997: საერთო — 3:1 –  მოწინ. დორტმუნდის  „ბორუსია“ (2:0 შინ,  1:1 გასვ.)

2006: 0:3 — მოწინ. „სევილია“ (მონაკო)

2009: 1:0 (დამ.დრო) — მოწინ. „შახტიორი“ (მონაკო)

2011: 2:0 — მოწინ. „პორტუ“ (მონაკო)

თუკი კატალონიელები მეხუთედ მოიგებენ, მაშინ „მილანის“ რეკორდს გაიმეორებენ. აღსანიშნავია, რომ უეფას სუპერთასის მატჩებში არც ერთ კლუბს იმდენჯერ არ წაუგია, რამდენჯერაც „ბარსას“.

ძალიან პრესტუჟული ევროთასის „ბლაუგრანის“  გამარჯვებულების რანგში მოიგეს სუპერთასი 1992, 2009 და 2011 წლებში, მაგრამ დამარცხდნენ 2006 წელს. 

თასების თასის მფლობელმა კატალონიელებმა მოიგეს 1992 წელს და წააგეს 1979, 1982 და 1997 წლებში. 

„სევილია“ მანამდე სამჯერ მონაწილეობდა უეფას სუპერთასში — სამივეჯერ, როგორც უეფას თასის  გამარჯვებული /ევროპის ლიგა. ანდალუზიელებმა ერთხელ მოიგეს და ორჯერ წააგეს. 

2006: 3:0 — მოწინ. „მარსელონა“ (მონაკო)

2007: 1:3 — მოწინ. „მილანი“ (მონაკო)

2014 00:2 —მოწინ. „რეალი“ (კარდიფი)

წინ უეფას სუპერტასის მესამე მატჩია ესპანურ კლუბებს შორის. წინა ორი 2006 და 2014 წლებში შედგა. 

მანადე კიდევ ორი დუელი შედგა უეფას სუპერთასზე ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. ორი იტალიური გუნდის დაპირისპირებაში „მილანმა“ „სამპდორია“ დაამარცხა 1990 წელს, ხოლო სამი წლის შემდეგ „პარმასთან“ წააგო. 

ერთმანეთის წინააღმდეგ

მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს შორის ყველა ფრონტზე 152 ორთაბრძოლა გამართეს. უპირატესობა „ბარსელონას“ ეკუთვნის: 80 მოგება, 34 ფრე და 38 წაგება. 

„პრომერის“ გასულ სეზონზე კატალონიელებმა „სევილია 5:1 დაამარცხეს „კამპ ნოუ“-ზე და ფრე ითამაშეს 2:2 გასვლითზე, რითაც ამ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე შეავსეს. „სევილიისაგან“ უკანასკნელი დამარცხება კატალონიელებმა 2010 წლის იანვარში ესპანეთის თასზე იგემეს. 

თბილისი —2015

ეს უეფას საფეხბურთო ტურენირების პირველი ფინალია, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. სამაგიეროდ 2013 წელს თბილისში ფუტძალში უეფას თასის ფინალური ეტაპი ჩატარდა, რომლის მსვლელობისას თასის მფლობელი “ბარსელონა“ მესამე ადგილზე გავიდა. 

არც „ბარსელონას“ და არც „სევილიას“ გუნდებს მანამდე თბილისში არ უთამაშიათ. 

„სევილიის“ ცენტრალური ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი გასული წლის 14 ნოემბერს ევრო 2016 —ის კვალიფიკაციის ფარგლებში სტუმრობდა „ბორის პაიჭაძის“ სტადიონს. მაშინ პოლონელებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან ერთი კრიხოვიაკის ანგარიშზეა. 

2012 წლის 11 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს „ბორის პაიჭაძის“ სახელობის სტადიონზე მინიმალური ანგარიშით მოუგო. „ბარსელონას“ არსებული შემადგენლობიდან პირველივე წუთებში მოედანზე გამოჩნდნენ ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და ჟირარდო ალბა, ხოლო პედრო როდრიგესი შეცვლაზე გავიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0