თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ სარაევოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში კადეტთა შორის, 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანებლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — „თბილისი 2015“-ის გამარჯვებულია. მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაში მან იაპონელი კეისუკე ივაკი დაამარცხა.
ინდივიდუალური შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი ძიუდოისტი წარმოადგენდა, მაგრამ ისინი მედლების გარეშე დარჩნენ. ყველაზე ახლოს ჯილდოსთან გელა ზაალიშვილი იყო (+90კგ.), მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა ლიტველ სპორტსმენთან იგნას მეკაიუსთან წააგო.
ამრიგად, ინდივიდუალური გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 4 მედალია — ერთი ვერცხლის და 3 ბრინჯაოს.
სარაევოს მსოფლიო ჩემპიონატი 9 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებები დასრულდება.