„სევილია“ თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვა

© https://www.facebook.com/sevillafc.eng?fref=tsსაფეხბურთო კლუბი "სევილია"
საფეხბურთო კლუბი სევილია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ვარჯიშს გუნდი „დინამო არენას“ სტადიონზე 10 აგვისტოს გამართავს, ხოლო მეორე დღეს „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე დიღომში.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. უეფას ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული — ესპანური "სევილია" 9 აგვისტოს საბერძნეთიდან თბილისში ჩამოვა. 

 ფეხბურთელები და მათი თანმხლები პირები აეროპორტიდან სასტუმრო "Holiday Inn"-ში გაემგზავრებიან სადაც ანდალუზიურ კლუბს 112 ნომერი აქვს დაჯავშნული. წინასწარი მონაცემებით დელეგაცია 60 კაცისაგან შედგება. 

 პირველ ვარჯიშს გუნდი „დინამო არენას“ სტადიონზე 10 აგვისტოს გამართავს, ხოლო მეორე დღეს „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე დიღომში. 

 რაც შეეხაბა რაიმე დამატებით მოთხოვნებს, „სევილიას“ წარმომადგენლებს მსგავსი სურვილები არ გამოუთქვამთ — განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კოკა ხურციამ, რომელიც ესპანეთის კოორდინატორია უეფას სუპერთასის თამაშის მსვლელობისას. 

 „არაფერი განსაკუთრებული არ მოუთხოვიათ — 30 ლიტრი წყალი ყოველ ვარჯიშზე, 25 ფეხბურთის ბურთი, პატარა ზომის ფეხბურთის კარი, ორი მასაჟის მაგიდა… საერთოს კი „სევილია“ არ არის ისეთი დონის გუნდი, როგორც „ბარსელონა“, რომ მთელი სასტუმრო დაჯავშნოს და განსაკუთრებული მოთხოვნები წამოაყენოს“, — აღნიშნა ხურციამ.  

 რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ორივე გუნდისათვის ის ერთნაირი იქნება, თქვა ხურციამ. 

 უეფას სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება. შეჯიბრი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 


ყველა ახალი ამბავი
0