საქართველოში ყავის იმპორტი 1%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიყავის მარცვლები
ყავის მარცვლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წელს ყავის ექსპორტმა 158.1 ტონა, 2013 წელთან შედარებით 45%-ით მეტი შეადგინა. თანხობრივ ერთეულში ყავის ექსპორტმა 426.7 ათასი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 7 აგვისტო — Spitnik. 2014 წელს ყავის იმპორტმა  საქართველოში 8.3 ათასი ტონა შეადგინა. რაც 1%-ით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ შეტყობინებაში. 

 თნხობრივ ერთეულში ყავის იმპორტმა 33.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,2 %-ით ნაკლებია ვიდრე 2013 წელს (დაახლოებით 34 მილიონი დოლარი). 

 საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია დაახლოებით 3.5 ათასი ტონა ხსნადი ყავა და 4.8 ათასი ტონა მარცვლოვანი და დაფქვილი ყავა. 

 2014 წელს ყავის ექსპორტმა 158.1 ტონა,  2013 წელთან შედარებით 45%-ით მეტი შეადგინა. თანხობრივ ერთეულში ყავის ექსპორტმა 426.7 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 21.3%-ით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით (351.8 ათასი დოლარი). 

 საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულ იქნა 20 ტონა ხსნადი ყავა და 138,1 ტონა მარცვლოვანი და დაფქვილი ყავა. 


ყველა ახალი ამბავი
0