გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ქიმიური ნივთიერების გამოყენებაში დამნაშავეებს ეძებს

© photo: Sputnikგაეროს შენობა
გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რეზოლუციის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, წარუდგინოს საბჭოს რეკომენდაციები გამოძიების ერთობლივი მექანიზმის დაწესებაზე, რომელიც დაადგენს იმ შესაძლო პირთა წრეს, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობას იღებდა იარაღის სახით ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო სირიაში იარაღის სახით ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში დამნაშავეთა გამოვლენასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიღებას საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

 რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რეზოლუციის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში, წარუდგინოს საბჭოს რეკომენდაციები გამოძიების ერთობლივი მექანიზმის დაწესებაზე, რომელიც დაადგენს იმ შესაძლო პირთა წრეს, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობას იღებდა იარაღის სახით ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში. 

 უშიშროების საბჭომ რეკომენდაციებს მათი მიღებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა უპასუხოს. ამრიგად, გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივი გამოძიების მექანიზმი რეზოლუციის მიღებიდან 25 დღის ვადაში უნდა შეიქმნას. 


ყველა ახალი ამბავი
0