ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიტელევიზია
ტელევიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის წინა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხშაბათს, „რუსთავი 2“-დან მისი წილის „უკანონო ამოღების“ თაობაზე სარჩელით მიმართა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  მთელი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, იტყობინება ტელეკომპანიის ოფიციალური გვერდი.

 ტელეკომპანიის წინა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხშაბათს, „რუსთავი 2“-დან მისი წილის „უკანონო ამოღების“ თაობაზე სარჩელით მიმართა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა “რუსთავი 2“-ის ქონების ნაწილს დაადო.  

 „საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა ადევს ტელეკომპანიის მფლობელთა წილებს. მფლობელებს აკრძალული აქვთ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, დადგენილებებში ცვლილებების შეტანა“, — აღნიშნულია „რუსთავი 2“ —ს განცხადებაში.

 ყადაღა აქვს დადებული „რუსთავი 2“-ის სახელზე გაფორმებულ ქონებას, კერძოდ, ავტომანქანებს, ტექ მოწყობილობას, ტერიტორიას, რომელზეც ტელეკომპანიის შენობაა განთავსებული. „სასამართლომ გადაწყვეტილება ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა „რუსთავი 2“-ს ლოგოტიპის გამოყენების აკრძალვაზე და არ განიხილა კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საკითხი“, — ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. 

 2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლია 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 

 ტელეკომპანია „რუსთავი — 2“-ის აქციებმა არაერთი მფლობელი გამოიცვალა. ტელეკომპანიის ინფორმაციით,  ამჟამად ტელეკომპანიის აქციებს ფლობენ: ლევან ყარამანაშვილი — 23% და გიორგი ყარამანაშვილი — 18%, ტელეკომპანია „საქართველო“(51%) და ნინო ნიჟარაძე (9%).


ყველა ახალი ამბავი
0