აჭარაში თბოსაიზოლაციო ბლოკების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

© facebook.com/GaribashviliOfficialსენდვიჩ პანელების საწარმო
სენდვიჩ პანელების საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მოქმედების განმავლობაში, 90-ზე მეტი სამრეწველო პროექტი იქნა წამოწყებული, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 250 მილიონი ლარი (114 მილიონი დოლარი) შეადგინა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მსუბუქი თბოსაიზოლაციო ბლოკების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება 2015 წლის ბოლომდე აჭარაში. პროექტი რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 544 ათას ლარს (237 ათას დოლარს) შეადგენს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რეალიზდება, — იტყობინება საქართველოში მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

 პროექტს კომპანია „ჯეტონგი“ახორციელებს, რომელსაც აქვს ზემოთ აღნიშნული სამშენებლო მასალის წარმოების პოტენციალი და ინფრასტრუქტურა. საწყის ეტაპზე პროდუქტის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება, გაფართოების შემდეგ კი მისი ექსპორტი იგეგმება. 

 პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“-ს მოქმედების განმავლობაში, 90-ზე მეტი სამრეწველო პროექტი იქნა წამოწყებული, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 250 მილიონი ლარი (114 მილიონი დოლარი) შეადგინა. ხოლო კომერციული ბანკებისაგან კერძო სექტორზე გაცემული კრედიტების რაოდენობამ 112 მილიონი ლარი (55 მილიონი დოლარი) შეადგინა. 

 პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია (23 მილიონი დოლარი) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0