„ბარსელონას“ ფანატები ფეხბურთელებთან სელფების გარეშე დარჩებიან

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. ბარსელონას მოთამაშეები.
ფეხბურთი. ბარსელონას მოთამაშეები. - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთა პირველი ვარჯიში იმავე დღეს „დინამო არენაზე“ შედგება. ხოლო 11 აგვისტოს დილას „ბარსელონა“ მოთელვას მიხეილ მესხის სტადიონზე გაივლის.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფნისას, ვერც ერთი გულშემატკივარი ვერ შეძლებს „სელფის“ გადაღებას ან ავტოგრაფის ჩამორთმევას ფეხბურთელებისათვის. ეს უსაფრთხოების ზომებითა და გუნდების მოთხოვნით აიხსნება, — განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა (სფფ) დიმიტრი ბოკერიამ. 

 „ბარსელონა“ — „სევილიას“ ორთაბრძოლა უეფას სუპერ თასზე თბილისში, 11 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

 შეზღუდვები გულშემატკივრებისათვის უსაფრთხოების ზომებითა და გუნდების მოთხოვნით არის განპირობებული, განაცხადა დიმიტრი ბოკერიამ რომელიც „ბარსელონას“ თბილისში ყოფნას უწევს კოორდინაციას.

 „თვითონ გუნდების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ გულშემატკივრებმა არ შეაწუხონ. ბავშვებისგან კარგის მეტს რას უნდა ელოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ბავშვებში ხედავენ ფეხბურთელები მთავარ „საშიშროებას“, რადგან ისინი გაუთავებლად ითხოვენ „სელფებსა“ და ავტოგრაფებს“, — აღნიშნა დიმიტრი ბოკერიამ.

 გათვალისწინებულია დამატებით უსაფრთხოების ზომები: გუნდებსა და მათ წარმომადგენლებს საპატრულო სამსახურის მანქანები გააცილებენ; სასტუმროები სადაც ფეხბურთელები განთავსდებიან, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება; ბოკერიას თქმით, ესეც გუნდების მოთხოვნით გაკეთდა, იმისათვის, რომ ფეხბურთელები არავინ შეაწუხოს. 

 „ბარსელონას“ ფეხბურთელები თბილისში 10 აგვისტოს ჩამოვლენ და არა 9-ში, როგორც ეს თავიდან იგეგმებოდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე კატალონიელები სასტუმრო "Marriott"-ში გაემგზავრებიან, სადაც გუნდმა 102 ნომერი დაჯავშნა. 

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთა პირველი ვარჯიში იმავე დღეს „დინამო არენაზე“ შედგება. ხოლო 11 აგვისტოს დილას „ბარსელონა“ მოთელვას მიხეილ მესხის სტადიონზე გაივლის. 


ყველა ახალი ამბავი
0