ქართველი მუსიკოსები უკრაინაში „ჯაზ კოკტებელ -2015“ -ში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიოდესის პორტი
ოდესის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჯაზ კოკტებელ -2015“ ოდესის მახლობლად, ზატოკის სანაპიროზე 23-30 აგვისტოს გაიმართვება. მანამდე ფესტივალი ყირიმის აღმოსავლეთით ქალაქ კოკტებელში იმართებოდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik.  უკრაინის უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე „ჯაზ კოკტებელ —2015“, საქართველოს პოპულარული შემსრულებელი მებო ნუცუბიძე ჯგუფ "The BearFox"- თან ერთად წარმოადგენს. 

 "The BearFox" — ორი ქართველი მუსიკოსის — ირაკლი მაჩხაშვილისა (ბეხტო) და უკრაინელი მსმენელისათვის უკარინული ტელე შოუ Голос Країни"-დან  საკმაოდ ცნობილი მებო ნუცუბიძის ერთობლივი ექსპერიმენტალური პროექტია. 

 ჯაზ კოკტებელ —2015“  ოდესის მახლობლად, ზატოკის სანაპიროზე 23-30 აგვისტოს გაიმართება. მანამდე ფესტივალი ყირიმის აღმოსავლეთით ქალაქ კოკტებელში იმართებოდა. 

Koktebel Jazz Festival 13 წელია ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობდნენ ჯგუფი „Аквариум“, გორან ბრეგოვიჩი, ნინო ქათამაძე და სხვები.


ყველა ახალი ამბავი
0