ქაბულში დანაღმული სატვირთოს აფეთქებამ რამდენიმე სახლი დააზიანა

გამოწერა
პარასკევს დილით ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. სხვადასხვა მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 7-დან 15-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 198-დან 400-მდე ადამიანი, დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

სავარაუდოდ, ტერაქტის სამიზნე თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტი იყო.

მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება. სააგენტო როიტერმა მანამდე 15 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სხვა მედიასაშუალებები კი 7-8 დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაახლოებით 400 ადამიანი დაშავდა, ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა TOLO News. ავღანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი დაზიანება მიიღო ანასხლეტებისგან.

სატვირთო ავღანეთის დედაქალაქის აღმოსავლეთში შაჰ-შაჰიდის კვარტალში აფეთქდა და ძლიერ დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ ნანგრევებში შესაძლოა ხალხი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0