მრგვალი მაგიდა "ევროპული თუ ევრაზიული ბაზარი?"

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრეს-ცენტრი
რია ნოვოსტის პრეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მონაწილენი განიხილავენ საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების ნორმალიზებისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.

თბილისი, 7აგვისტო— Sputnik. საერთაშორისო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ევროპული თუ ევრაზიული ბაზარი — რა არის მთავარი საქართველოსთვის?“  „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება.

ღონისძიების მონაწილენი განიხილავენ საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების ნორმალიზებისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

— კოალიცია „ევრაზიული არჩევანი — საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე;

— მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი, ყოფილი პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე;

— საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იური მეჩითოვი; 

— ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია; 

— პოლიტოლოგი ლევან ღვინიაშვილი. 

ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან:

— საინფორმაციო სააგენტო „ინფოროსის“ დირექტორი დენის ტიურინი;

— ვებგვერდის“კავკასოვედის“ მთავარი რედაქტორი ანდრეი არეშევი; 

— საერთაშორისო ორგანიზაცია „ნასლედნიკი პობედის“ თავმჯდომარე ვალერი კალიაკინი.

"რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.

ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.



ყველა ახალი ამბავი
0