არასამთავრობოებმა "ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ტრანსფარანტებით - „სააკაშვილი ტრიბუნალზე! ნაც.მოძრაობა -სანაგვეზე!“ მივიდნენ. მათ ყოფილი მმართველი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში დაადანაშაულეს.

თბილისი, 7აგვისტო — Sputnik. „არა ოკუპაციას! არა ნაც.მოძრაობას!“ — ასეთი მოწოდებით გამართეს აქცია არასაპარლამენტო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარასკევს, 7 აგვისტოს.

აქციის მონაწილეები  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ტრანსფარანტებით — „სააკაშვილი ტრიბუნალზე! ნაც.მოძრაობა —სანაგვეზე!“ მივიდნენ. მათ ყოფილი მმართველი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში დაადანაშაულეს და მოითხოვეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება.

„გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს შეიარაღებული მოქმედებების დაწყების შესახებ გაცემულმა ბრძანებამ მოგვიტანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც სისტემური დანაშაულებები ჩაიდინა საქართველოში, კანონის წინაშე უნდა წარდგეს“, განაცხადა „სრულიად საქართველოს სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა სანდრო უსტიაშვილმა.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ადამიანის უფლებები და მოვალეობები“, „სრულიად საქართველოს სახალხო მოძრაობა“, „საქართველოს ახალი დემოკრატები“, „ საერთაშორისო ადვოკატებისა და იურისტების ობსერვატორია“ და „დაიცავი შენი უფლება“. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.


ყველა ახალი ამბავი
0