აბაშიძე: საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
800-მდე რუსმა სამხედრომ აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირიდან ენგურამდე მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს, აცხადებს აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირქტორის მოადგილე იგორ მარღანია. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ტრანსპორტის ე.წ. სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელმა ზურაბ ხაჯიმბამ.

თბილისი, 7აგვისტო— Sputnik. საქართველოს არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

800-მდე რუსმა სამხედრომ აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირიდან ენგურამდე მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს, აცხადებს აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირქტორის მოადგილე იგორ მარღანია. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ტრანსპორტის ე.წ.  სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელმა ზურაბ ხაჯიმბამ.

ტელეკომპანია“ იმედის“ ეთერში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია რუსეთის წინადადება დაიწყოს მოლაპარაკეებები აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული  რკინიგზის აღდგენის თაობაზე აფხაზურ მხარესთან. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების არც ერთ ფორმატში ეს საკითხი არ განიხილება.

 „რაც შეეხება თავად ინფორმაციას, რომ აფხაზეთის რკინიგზის ტერიტორიაზე რაღაც სამუშაოები ტარდება, სამწუხაროდ, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. რეალურად ასეთი ვითარებაა — თუ იქ რამე ხდება, ჩვენ არ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ“, —აღნიშნა აბაშიძემ.

 რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. "ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა", — აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 

 


ყველა ახალი ამბავი
0