მედია: გაიდარმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის შესახებ განცხადება დაწერა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიმარია გაიდარი
მარია გაიდარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაიდარს, რომელიც ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სოციალურ სფეროში გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნება, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორის მრჩეველმა მარია გაიდარმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. 

„მე ყველაფერს კანონთან შესაბამისად ვაკეთებ, ვიცი უკრაინის კანონი, ამიტომ დიახ, დავწერე განცხადება (რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ)“, — განაცხადა გაიდარმა ოდესის ტელეარხ „პერვი გოროდსკოის“ ეთერში, რომლის ჩანაწერიც 6 აგვისტოს არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაიდარს, რომელიც ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სოციალურ სფეროში გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნება, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა. 


ყველა ახალი ამბავი
0