მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს შეხვდა

© police.geგიორგი მრებრიშვილი
გიორგი მრებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მინისტრმა ფულადი დახმარება გადასცა. მღებრიშვილმა ასევე პირადად მიულოცა დაბადების დღე გარდაცვლილი პოლიციელის გია რომელაშვილის ქალიშვილს თამარ რომელაშვილს.

თბილისი, 7აგვისტო— Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს  iPad Air-ები გადასცა საჩუქრად, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური პარასკვს, 7 აგვისტოს.

 „ძალიან ძნელია შეუვსო ის სიცარიელე იმ ოჯახებს, რომლებიც მათ დატოვეს თავისი წასვლის შემდგომ, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს ყველა პრობლემის მოგვარებაში“, — აღნიშნა მღებრიშვილმა.

დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მინისტრმა ფულადი დახმარება გადასცა. მღებრიშვილმა ასევე პირადად მიულოცა დაბადების დღე გარდაცვლილი პოლიციელის გია რომელაშვილის ქალიშვილს თამარ რომელაშვილს.

2008 წლის აგვისტოს ომში შს სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0